თავდაცვის ახალი მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

  14:02:03     03-08-2016

დღეს ცნობილი გახდა თავდაცვის ახალი მინისტრის ლევან იზორიას მოადგილეების ვინაობა.

მისი პირველი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლელა ჩიქოვანი იქნება, მოადგილის პოსტს კი შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორი ნუკრი გელაშვილი დაიკავებს.

ლევან იზორიას თქმით, დელტას ხელმძღვანელის საკითხი ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, იზორიას, როგორც უშიშროების ყოფილი კადრის თავდაცვის სამინისტროში მოსვლას უწოდა "ცუდი გზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის".