ნაზი და არომატული ლიმონის კექსი

  14:24:41     02-08-2016

რეცეპტის ინგრედიენტები:

        110 გრამი კარაქი
        ¾ ჭიქა შაქარი
        4 კვერცხი
        ¼ ჭიქა რძე
        1 ცალი ლიმონის კანი (გახეხილი)
        1 სუფრის კოვზი საცხობი ფქვილი

    ზემოდან მოსასხამი ჯემისთვის:

        1 ლიმონი
        2 სუფრის კოვზი შაქარი
        5 სუფრის კოვზი წყალი


1. გააცხელეთ  ღუმელი 180°C -მდე.
2. ერთმანეთში აურიეთ კარაქი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით რძე და მოურიეთ.
ჩაამატეთ ლიმონის გახეხილი კანი და ფქვილი. მოსარევად გამოიყენეთ ლითონის ან სილიკონის ნიჩაბი.
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი საცხობი ფხვნილი და ცომში ჩაყრამდე მოაწურეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, რათა კექსი იყოს უფრო ფუმფულა.

3. ცხიმწასმულ კექსის ფორმაში ჩაასხით ცომი და აცხვეთ 45 წუთის მანძილზე.

შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა კექსი, ასანთის ღერით ან კბილის ჩხირით.

4. მოამზადეთ  ჯემი: წვრილად დაჭერით ლიმონის კანი,  ჩაყარეთ პატარა ტაფაში და  ჩაამატეთ შაქარი და წყალი.

დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და ურიეთ პერიოდულად, სანამ შაქარი გადნება.

როდესაც დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და ნახავთ, რომ მასა გასქელდება.

გადმოდგით ჯემი ცეცხლიდან და მოასხით კექსს.

გემრიელად მიირთვით!