აშშ-ში ატომური ბომბის მოდერნიზებული ვერსიის წარმოების სანქცია გასცეს
13:47:39     02-08-2016
აშშ-ის ატომური უსაფრთხოების მართვის დეპარტამენტმა ატომური ბომბი ვ61-12-ის მოდერნიზებული ვერსიის წარმოების საინჟინრო სტადიაზე გადასვლის სანქცია გასცა.
შესაბამისად, პირველი მოდერნიზებული ვერსია 2020 წლისთვის გამოვა. შემდეგ კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, მასობრივი წარმოება დაიწყება.
ვ61-12 ახალი კომპონენტებით შემდგარი მასალისგან იქნება დამზადებული, რაც საშუალებას ისცემს მას 20 წელი იმუშაოს.
"დღეს ვ61-ის სერიის ბომბებში ძველი კომპონენტები გამოიყენება"-განაცხადა ფრენკ კლოცმა, რომელიც ატომური უსაფრთხოების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს.
ვ61-ის სერიის ბომბები აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარ თერმობირთვულ იარაღად ითველლება. მისი პირველი მოდიფიკაცია 1963 წელს შეიმუშავეს.
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ერნესტ მონიცის თქმით ახალი ბომბის შექმნა ხელს შეუწყობს აშშ-ს შეწყვიტოს საკუთარ ბირთვულ არსენალში არსებული ისეთი ბომბებით სარგებლობა, რომელთა სიმძლავრეც ერთ მეგატონაზე მეტია.