გერმანული ბლინები

  15:59:56     01-08-2016

რეცეპტის ინგერდიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ½ სუფრის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი

~ მომზადების წესი ~

1. დიდ თასში, მიქსერით ერთმანეთში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, რძე და მარილი, ნაზი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

2. გაადნეთ კარაქი და წაუსვით გამოსაცხობ ფორმას. გამოსაცხობი ფორმის სიმაღლე მინიმუმ 5 სმ მაინც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობის დროს აიწევს.

3. გააცხელეთ ღუმელი 200C-ზე და აცხვეთ 20 წუთის მანძილზე.

შენიშვნა: არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის დროს.