სირიაში რუსული ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს

  15:38:13     01-08-2016

სირიის პროვინცია იდლიბში რუსული ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს.

ინფორმაციას ადასტურებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან მაშინ გაუხსნეს, როცა ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.

ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩნენ თუ არა ისინი ჯერ უცნობია.

ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ გაუხსნა რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი ჯერ არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, გუშინ  "ისლამურმა სახელწმიფომ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მებრძოლებს რუსეთში ჯიჰადისკენ მოუწოდებს.