თავდაცვის მინისტრად შესაძლოა თეონა აქუბარდია დაინიშნოს

  17:40:19     29-07-2016

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილება. აქუბარდია ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.

თეონა აქუბარდია 2011-2013 წლებში იყო "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე. 2009 წლიდან - "საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის წევრი, აგრეთვე მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

თეონა აქუბარდია ცნობილი ტელეწამყვანის დავით აქუბარდიას ქალიშვილია.