"მკვლელი გუშინდლამდე ჩემს გვერდში იყო, ერთად დავდიოდით, ერთად ვსვამდით"
15:52:11     27-07-2016
ზემო ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანიძის მეუღლის განცხადებით, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ ვერასდროს გაიგებდა, რომ მისი მეუღლისა და შვილის მკვლელი მათი ოჯახის ახლობელი იყო.
"ჩემს გვერდში დადიოდა, გუშინდლამდე, ჩემს გვერდში იყო, ერთად დავდიოდით, ერთად ვსვამდით, არ ვიცი რა ვთქვა, ეს მსახიობი კი არა, არ ვიცი ვინ ყოფილა. გასვენებაშიც იყო ჩამოსული. ჩემი პირველი მეუღლის ძმებთან მუშაობდა, მთელი ღამე ამყოფეს ესენი იქ დაკითხვაზე და იქიდან გამოიტანა ამბავი ცოლისძმამ, რომ იქ აღიარა ყველაფერიო”,- განაცხადა ოთარ მამფორიამ 2030.news-სთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში წასვლას გეგმავდა, სადაც ავადმყოფი დედა ჰყავს, თუმცა ბილეთები უკან დააბრუნა, რომ წავიდე მე დამბრალდებაო.