ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "მკვლელი გასვენებაში იმყოფებოდა"
14:50:59     27-07-2016
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტი გახსნა.
განაზრახ მკვლელობის ბრალდებით, , 1989 წელს დაბარებული გიორგი ხ.-ია დაკავებული, რომელიც წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაა ნასამართლევი.
საზარელი მკვლელობა ზემო ფონიჭალაში, 5 თვის წინ, 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. ამ დროის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი საქმის მიმართ არ განელებულა.
გიორგი ხ.-მ 43 წლის ნონა რამინაძე და მისი 3 წლის ქალიშვილი - მარიამ მამფორია განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა. ქალს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, 3 წლის ბავშვს კი 16-ჯერ ჩაარტყა დანა და ცხედარი დაწვა.
ბრალდებულმა დანაშაული, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით ჩაიდინა.
გარდაცვლილის მეუღლის, ოთარ მამფორიას განცხადებით დაკავებული მათი ოჯახის ახლობელი იყო და იცოდა, რომ სახლში ფული ინახებოდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით კი გიორგი ხ. რამინაშვილისა და მისი მცირეწლოვანი შვილის გასვენებაშიც კი იმყოფებოდა.
"ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, სამართალდამცველებმა საექსპერტო კვლევებისათვის რამდენიმე ასეული ნიმუში აიღეს, ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მოწმის სახით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასეულობით პირი დაიკითხა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე არსებულ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური კვალი აღმოჩნდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მვკლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისიწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით",-აცხადებენ შსს-ში.