პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
13:11:54     27-07-2016
პროკურატურის ინფორმაციით, დღეს 15 საათზე დაკითხვაზე პრეზიდენტის სიძე (მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლე) მინდია გოგოჭურია დაბარებული.
გოგოჭურის დაბარება რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც მან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა.
მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით მიმდინარეობს, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი ითვალისწინებს.
მინდია გოგოჭურის დანაშაულებრივი წარსულის შესახებ presa.ge ადრეც წერდა.