შსს: ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
11:13:05     27-07-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა.
როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 29 ჭრილობის მიყენების გზით მოკლა ქალი და 16 ჭრილობის მიყენების გზით მოკლა მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია. კვალის დაფარვის მიზნით კი, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.