ნაყინი მარტივად
15:34:21     25-07-2016
ყველაზე მარტივი ნაყინის რეცეპტი ცხელ დღეებში გემრიელად გასაგრილებლად. ყველას უყვარს ნაყინი და ამიტომაც ეს არის რეცეპტი ყველასთვის კულინარიის პოპულარული ავტორისაგან.
რეცეპტის ინგრედიენტები:
- 100 გრ. ნაღების ფხვნილი
- ნახევარი ლიტრა ცივი რძე
- 3 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ კარაქი
- ვანილი
~ მომზადების წესი ~
1. ყველა ინგრედიენტი ჩაუმატეთ ცივ რძეს და თქვიფეთ, სანამ კარგად არ შესქელდება.
2. მიღებული მასა გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში და გაყინეთ, უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ.
3. მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად გაგრილდით!