,,გორში სასამართლო დამონებულია და გვაქვს პოლიცური კრიზისი, რაც საშიშია“
21:05:08     24-07-2016
გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღსონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 21 ივლისს სასამართლოსთან დაკავებულ ლევან ქოქოშვილის ძმას და მეგობრებს:გიორგი ახალკაცს, ლევან ქოქოშვილს, ლევან სანთელაძეს და რატი საბანაძეს.
მათ ბრალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 და 366 მუხლებით წარუდგინეს, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და მუხლი აგრეთვე სასამართლოს უპატივცემულობას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმის, რომ ოთხივე მათგანს დღეს გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი დაუდგა თავდებად, სასამართლომ მიზანშეწონილად მათი პატიმრობაში დატოვება ჩათვალა.
მალხაზ ვახტანგაშვილი რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა ,,ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარად, დღეს პოლიცურ ქალაქზე და შეშინებულ სასამართლოზე ხმამაღლა საუბრობს. იგი გორში ბოლო დროს შესამჩნევ საშიშ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებისთვის საშიშები მე მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა ვერ დავინახე. აქ არის მთავარი პრობლემა ჩვენ ვხედავთ გორში შეშინებულ სასამართლოს, პოლიცურ ქალაქს, პოლიცურ კრიზისს ამ ქალაქში და შიშის დათესვიის სინდრომს. საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ გორში ძალის დემონსტრირება ხდება ძალოვნების მხრიდან, სახეზე გვაქვს პოლიციური კრიზისი და არავითარი დამოუკიდებელი ინსტიტუტები"-ამბობს presa.ge-სთან ვახატანგაშვილი.
დაკავებულებს ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ დაარღვია ეთიკის ნორმებიც და ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე დატოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფები პატიმრობაში.
"სასამართლო ვერ გაექცა წნეხს, თორემ არ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას. ჩვენ მივმართავთ სასამართლო ეთიკის კომისიას“-თქვა ალექსანდრე კობაიძემ.
თამარ თედლიაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე თვლის, რომ სასამართლო პროკურატურას ჰყავს დამონებული:
,,მიუხედავად იმის, რომ პროკურორი არ იყო ძალიან კატეგორიული მოსამართლემ მაინც ვერ გაბედა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება რადგან დღეს აქ სასამართლო არის პპოლიციის და პროკურატურის შემადგენელი ნაწილი“-ამბობს თამარ თედლიაშვილი.
რამაზ ქოქოშვილის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 26 ივლისსაა ჩანიშნული.