გორის სასამართლოსთან გუშინ ღამით დაწყებული დაკავებები დღესაც გრძელდება
15:04:45     22-07-2016
გორის რაიონულ სასამართლოსთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ
დაკავებულია 4 პირი. თავიდან ისინი დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო
დააკავეს, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოზე მყოფ
ახალგაზრდებს ბრალი 4 მუხლით წაუყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 4 პირს, სსკ-ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წაეყენა ბრალი, ერთს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
,,აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 5 პირი, აქედან -4 პირი - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 366-ე, 239-ე და 353-ე მუხლებით. ხოლო 1 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით“-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ადვოკატს გუშინ დაკავებულების დაცვის საშუალება არ მიეცა.
,,მე ვერ გავუწიე მომსახურება გუშინ დაკავებულებს, რადგან, რაკი სასამართლოზე რამაზ ქოქოშვილის ადვოკატი ვიყავი ჩემი დაკითხვა მოწმის სახით მოხდა“-ამბობს იზოლდა რაზმაძე. დაკავებულებიდან 2 ახალგაზრდა ,,ქართული ოცნების“ წევრია.
მათ შორის დღეს საკუთარ სახლთან დაკავებული რატი საბანაძე. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.