გორის რაიონულ სასამართლოსთან სიტუაცია დაიძაბა
21:32:29     21-07-2016
3 საათს გაგრძელდა აღკვეთი ღონისძიების განხილვის საქმე გორის რაიონულ სასამართლოში.რამაზ ქოქოშვილი მოსამართლე ლევან დარბაიძემ პატიმრობაში დატოვა. დარბაიძემ გირაოზე უარი იმ მოტივით თქვა რომ მსგავსი გადაწყვეტილება მოწმეებზე იქონიებდა ზეგავლენას.
გიროზე უარის თქმის შემდეგ დაკავებული რამაზ ქოქოშვილი, რომელიც 50 დღეა შიმშილობს ცუდად გახდა, რამაც მისი მეგობრებსა და მოსამართლეს შორის სიტუაცია დაძაბა, რამაზ ქოქოშვილის ძმას ლევან ქოქოშვილს მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.მოსამართლემ გადაწყვეტილების სრულად გამოცხადება ვეღარ მოახერხა:
,,პოლიცია, სასამართლო და პროკურატურა ესაა ცოდვის ბუდე და ვაი იმას ვინ ც აქ მოხვდება. ეს ერთიდაგივე სისტემაა და დამოუკიდებელი არცერთი არ არის“-განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ თედლიაშვილმა.
ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოსთან სიტუაცია დაძაბულია. მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. არ აპირენენ დაშლას არც ქოქოშვილის ახლობლები, ისინი ახლა რამაზ ქოქოშვილთან ერთად,მისი ძმის ლევან ქოქოშვილის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ. სასამართლოსთან შეკრებილები ასევე არ აძლევენ საშუალებას ბადრაგს პატიმარი თბილისში გადაიყვანოს. თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, თბილისიდან ჩამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი.
UPDATE: სულ ახლახანს ჩვენმა ჟურნალისტმა გორიდან გვაცნობა, რომ აქციის მონაწილე ბიჭებს და ქალებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობასაც კი არ უწევენ, აკავებენ. "ესაა პოლიციის სირცხვილი რაც გორში ახლა ხდება. ეს არის დაუჯერებელი განუკითხაობა"-ამბობს თამარ თედლიაშვილი. პატიმარი გაძლიერებული ბადრაგით ამ წუთას გადაჰყავთ გლდანის იზოლატორში, აქციის მონაწილეები საკათედრო ტაძრისკენ გადაინაცვლებენ.დაკავებულია დაახლოებით 6 ადამიანი