თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

  14:27:07     21-07-2016

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შემთხვევა საკურორტო ქალაქ მარმარისში მოხდა და საქართველოს მოქალაქეებს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ.

როგორც ცნობილია, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს კონსული მარმარისში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.