არის თუ არა რუსული კვალი შერემეტის მკვლელობის საქმეში?
14:54:24     20-07-2016
20 ივლისს, კიევის დროით 7:45 წუთზე, კიევში, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც "Украинская правда"-ს ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი იმყოფებოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
უკრაინული მედია ღიად უწოდებს შემთხვევას მკვლელობას და აღნიშნავს, რომ უკრაინა ჟურნალისტებისთვის საშიშ ადგილად იქცა. პოლიცია კი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
საინტერესოა, რომ ავტომანქანა, რომელშიც შერემეტი აფეთქდა არა მას, არამედ "Украинская правда"-ს ხელმძღვანელ ალიონა პრიტულეს ეკუთვნოდა.
ცნობილია ისიც, რომ შემთხვევა დაუდგენელმა, ხელნაკეთმა, დისტანიცურმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.
რუსული კვალი
ავტომონქანის აფეთქებისთანავე გაჩნდა რამდენიმე ვერსია, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული შერემეტის მკვლელობა. საზოგადოების ნაწილი ამაში რუსულ კვალს ხედავს, ზოგერთს მიაჩნია, რომ ჟურნალისტი მისი საქმიანობის გამო მოკლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით პოლიციამ ყველა ამ ვერსიაზე მუშაობს.
"ეს ცინიკური და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. გამოძიება განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის რუსული კვალის არსებობასაც"-განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
შერემეტევის კოლეგები მიიჩნევენ, რომ დანაშაულს პოლიტიკური სარჩული აქვს. ჟურნალისტი ევგენი კისილიოვის თქმით, თუ ის მართლაც ამზადებდა მაკომპრომეტირებელი სტატიების სერიას, მაშინ სხვა კოლეგა აუცილებლად დაასრულებს მას.
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ინტერვიუ ჩაწერილია და მასალა შეგროვებული, ერთი ჟურნალისტი მკველობა ამას ვერ შეაჩერებს. ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც მის საქმეს დაასრულებს. ასეთია პროფესიის წესი"-ამბობს კისილიოვი. ის არ გამორიცხავს, რო ეს დემოსტრაციული მკვლელობა, ზოგადად, ჟურნალისტების შესაშინებლად დაიგეგმა.
პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც შერემეტევის მეგობარი იყო.
"ტერორისტების მიერ მისი მოკვლა ამძაფრებს ჩემს შეგრძნებას, რომ ქვეყანაში რაღაც ძალიან საშიში მზადდება"-განაცხადა სააკაშვილმა.
პაველ შერემეტევი 44 წლის იყო. ბოლო ხუთი წელი ის "უკრაინსკაია პრავდაში" მუშაობდა, მანამდე იყო არაერთი ცნობილი არხისა თუ გამოცემის ჟურნალისტი. იღებდა დოკუმენტურ ფილმებსაც.
მისი მკვლელობის საქმეს უკრაინის პოლიცია ინტენისურად იძიებს. ეროვნული პოლციციის ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის თქმით, ეს გამოძიება მისთვის "ღირსების საქმეა".