გერმანიის მატარებელში ნაჯახით თავდასხმის ფაქტზე ISIS-მა პასუხისმგებლობა აიღო
18:59:59     19-07-2016
დაზვერვის სამსახური SITE Intel Group, "ისლამური სახელმწიფოს" საინფორმაციო სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პირი, რომელიც გუშინ ღამით გერმანიის ქალაქ ვურცბურგის მატარებელში ნაჯახით შეიჭრა და ადამიანებს დაზიანებები მიაყენა, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი იყო.
ცნობილია, რომ თავდამსხმელი ავღანეთიდან ლტოლვილი 17 წლის მოზარდი იყო. სამართალდამცველებმა მის ოთახში ხელით დახატული ISIS-ის დროშაც იპოვეს.
ცნობისთვის, თავდასხმა მატარებელზე ნიცის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მოხდა, რომელზე პასუხისმგებლობაც ასევე "ისლამურმა სახელწმიფომ" აიღო.