მატარებელში ნაჯახით შეჭრილი ახალგაზრდის ოთახში ISIS-ის დროშა იპოვეს
11:27:13     19-07-2016
BBC-ის ინფორმაციით, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახში, რომელიც გუშინ,გერმანულმატარებელში ნაჯახით შეიჭრა, სამართალდამცავებმა ხელით დახატული "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს.
მოზარდი გერმანიის ქალაქ ვურცბურგის მატარებელში შეიჭრა და მგზავრებს დაზიანება მიაყენა. ის დანაშაულის ადგილიდან გაქცევისას პოლიციამ მოკლა.