თურქეთში დაკავებები გრძელდება - დაპატიმრებულია 7 სამხედრო

  11:01:32     19-07-2016

თურქეთის პოლიციამ ინჯირლიკის ავიაბაზაზე ჩხრეკა ჩაატარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს დააკავეს შვიდი სამხედრო.

გასულ დღეებში გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ წარუმატებელ ამბოხთან დაკავშირებით ავიაბაზის მეთაური გენერალი და 11 ჯარისკაცი დააკევს. 16 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინჯირლიკის ავიაბაზა რამდენიმე საათით ბლოკირებული იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე საჰაერო ავიაბაზას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის იყენებს.

რუსული მედიის ცნობით კი, თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა ორი პილოტი, რომელთაც 2015 წლის ნოემბერში რუსული Су-24 ჩამოაგდეს.