გერმანიის მატარებელში ნაჯახით შეიარაღებული პირი შეიჭრა

  03:55:10     19-07-2016

BBC-ის ცნობით,სამხრეთ გერმანიის ქალაქ ვურცბურგში ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ავღანრთიდან ლტოლვილი ახალგაზრდა მატარებელში შეიჭრა და მგზავრებს ჭრილობები მიაყენა.

დაშავებულია 21 მგზავრი, ხოლო თავდამსხმელი - განეიტრალებულია.

გერმანული სააგენტო DPA წერს, რომ პოლიციის ცნობით, დაზარალებულთა ნაწილისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილოა.

მოზარდის მოტივაცია უცნობია. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ  არ მინიჭებია.