დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დაამტკიცებს
09:36:54     18-07-2016
დღეს, 18 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დაამტკიცებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა, საიდანაც ორს რეგიონის წინა მთავრობაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. სამაგიეროდ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება, ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრად წარდგენილია რამაზ ბოლქვაძის კანდიდატურა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს ლაშა კომახიძე ჩაიბარებს.
უმაღლესი საბჭოს ბიურომ იმსჯელა მთავრობის დამტკიცების შესახებ და საკითხის განხილვა კომისიებს დაავალა. შესაბამისად გაიმართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომები.