"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებულების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
15:33:15     14-07-2016
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ
სახელმწიფოში" პირების გაერთიანებასა და საქმიანობაში დახმარებაში
ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე გრიფით საიდუმლოა,
დეტალებზე არ საუბრობენ დაცვისა და ბრალდების მხარეები.
პროკურორის ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული ოთხი პირი 2015 წლის 29 ნოემბერს აჭარაში დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 1 დეკემბერს შეეფარდათ. ადვოკატი არ საუბრობს დეტალებზე და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიციაზე. თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.
პროკურორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლო პროცესებზე ბრალდების
მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. იკითხებიან მოწმეები.
დღეს დაიკითხა გამომძიებელი, ასევე მიმდინარეობს წერილობითი მასალების
გამოკვლევა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 20 ივლისს არის ჩანიშნული.
"ეს საქმე ეხება გია ბახუდარიძის, ჯამბულ აბდულაევის, მირიან ბერიძის და ლაშა გობაძის წიბააღდმეგ სისხლის სამართლის საქმეს რომელიც ეხევა მათ მიერ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და საქმიანობაში დახმარებას. საქმე არის ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდებულების ჩვენების ეტაპამდე არ მივსულვართ, შესაბამისად მათი პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია. ამ პირების დაკავება მოხდა 2015 წლის 29 ნოემბერს. ამ ეტაპზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოწმეების დაკითხვას, ასევე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას. დოკუმენტური მტკიცებულებების თუ ნივთმტკიცებების გამოკვლევას. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოვა გამატყუნებელი განაჩენი. ბრალდება ოთხივე ვრალდებულეს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28 -ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებას და საქმიანობაში დახმარებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ.