სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო - გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება
13:45:57     14-07-2016
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გურამ რჩეულიშვილის როგორც მიმალვის საფრთხის, ასევე სხვა გარემოებების გათვალისწინებით ახსნა.
მოსამართლის თქმითვე, დაცვის მხარეს არ წარუდგენია არანაირი ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეცვლილიყო.