ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები - "საკუთარ საწოლზე მოკლა"
12:17:09     13-07-2016
ფონიჭალაში
წუხელ მომხდარი მკვლელობის დეტალებს გარდაცვლილი გოგოს მეზობლები
იხსენებენ. როგორც სიაუშევ პაშაევი იხსენებს, გარდაცვლილი გოგო ქმარს ერთი
თვის წინ გაშორდა და ერთი თვის განმავლობაში დედასთან ცხოვრობდა.
მომხდარი მკვლელობის დეტალებს პორტალი "კვირა" ავრცელებს. მისივე თქმით, ახალგაზრდა გოგონას ყოფილმა მეუღლემ დღისით სცემა, პატრულმა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
საღამოს კვლავ დაბრუნდა და გოგონა საკუთარ ოთახში, საწოლზე მოკლა. უკვე ერთი თვეა, ეს გოგო დედამისთან იყო. დღისითაც ყოფილა და უცემია. ბაბუამ პატრული გამოიძახა. პატრულმა მიიყვანა განყოფილებაში, რაღაცა ხელწერილი აიღეს და გაუშვეს ბიჭი. ღამით შესულა და თავის ოთახში საწოლზე მოკლა“, – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში 26 წლის მამაკაცმა 20 წლის მეუღლე ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.