ახალი დეტალები ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

  15:40:14     11-07-2016

სოფელ ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც ირკვევა, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნითაა ჩადენილი, ხუთი წლის ბავშვი კი გაგუდულია.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ვაჩიანში მეზობლებმა 37 წლის დედა და 3 შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მეუღლე კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

ადგილობრივების თქმით, ოჯახს მტრები არ ჰყავდა.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.