ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ 7 ადამიანი დააპატიმრეს
12:43:59     11-07-2016
ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ 7 ადამიანი დააპატიმრეს.
თურქული პრესის ინფორმაციით, ყველა დაკავებული უცხოელია და ისინი ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობის“ ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, ტერაქტი ათათურქის აეროპორტში 28 ივნისს მოხდა და მას 42 ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთის მთავრობის ცნობით, ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.