ტრაგედია სოფელ ვაჩიანში - დედა და 3 შვილი გარდაცვლილი იპოვეს

  09:19:02     11-07-2016

სოფელ ვაჩიანში შემზარავი შემთხვევა მოხდა. მეზობლებმა 37 წლის დედა და 3 შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება განსხვავებული ვერსიები.

როგორც ცნობილია, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მეუღლე კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

ადგილობრივების თქმით, ოჯახს მტრები არ ჰყავდა და ამიტომ ვერ აკონკრეტებენ შურისძიება იყო თუ უბედური შემთხვევა, მაგრამ პირად საუბრებში მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.

ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. 

საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო რა მუხლით, შსს-ში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.