"არ თქვა იმ დედააწიოკებულმა ბერძენიშვილმა" - რას წერს პაპიძეების მეგობარი

  23:05:48     07-07-2016

ბრალდებულ მაგდა პაპიძის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში ამ სტატუსს აქვეყნებს:

"ამ საქმეს დიდხანს ვადევნე თვალყური, ვეკონტაქტე ადამიანებს რომლებიც ჩემზე უკეთ იცნობდნენ სიტუაციას, სათითაო დეტალი რამდენიმეათასჯერ გადავხარშე ტვინში მაგრამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე არასოდეს დამიწერია ერთი შემთხვევის გარდა. 19 დეკემბერს რომელიღაც საინფორმაციოში რომ მოვისმინე ერთადერთხელ მაშინ ვთქვი და ახლაც მაგით მინდა დავიწყო. გოგოს რომელსაც ჯერ ბრალიც არ ქონდა წაყენებული მეუღლისა და შვილის მკვლელობაში პირველივე კადრების გაშვებისას მედიამ ფეხქვეშ მიწა გამოაცალა როცა ლამის ფეხის ზომაც კი გამოაცხადა საჯაროდ, აქ დაირღვა პირველად მაგდა პაპიძის უფლებები და უდანაშაულობის პრეზუმპცია.

მეორედ ყველაზე სერიოზული კრახი იყო პროკურატურის შუალედური დასკვნა რომლითაც საზოგადოება "ააგდეს" და გოგოს უკვე მეორედ დანაშაულის დამტკიცებამდე გამოუტანეს განაჩენი. ამ დასკვნაში გარდა ე.წ. ხელნაწერი ნივთმტკიცებისა რომელიც თითქოსდა მაგდამ დედამთილს ტელევიზორზე დაუტოვა მოქმედების გეგმა (მეცინება კიდეც) არის უამრავი იდიოტური შემთხვევა, ყოველ გახსენებაზე ვბრაზდები როცა ვფიქრობ, რომ ოთახში რომელსაც 7 საათი ამუშავებდნენ კედელზე არსებული სისხლი თვენახევრის მერე იპოვეს. როგორ შეიძლება უროზე ანაბეჭდები დარჩენილიყო თუკი მაგდამ ნაჭერში გაახვია როგორც ამტკიცებენ? როგორ შეიძლება მკვლელობის ადგილას სისხლი იპოვო და დე ენ ემის ნიმუშის აუღებლად დაამუშაო ხსნარით და მერე იძახო ახლა უკვე გვიანია დე ენ ემის გამოკვლევაო...

ხალხო გოგოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და წესიერად გამოძიებულიც კი არაა საქმე.. ბავშვის მოკვლის მოტივს მეტყვის ვინმე? არ თქვა იმ დედააწიოკებულმა ბერძენიშვილმა არანაირი ერთადყოფნის გეგმები არ გვქონიაო? ვინმე მეტყვის მოტივს? საქმეს მოტივიც კი არააქვს და თქვენ ერთი ხელის მოსმით ისედაც მკვდარი ადამიანი მეორედ მოკალით!!!!!! სამუდამო პატიმრობას სიკვდილი ჯობია და ის მაინც ილოცონ ზოგიერთებმა რომ იმ საწყალმა გოგომ ფრჩხილი არ მოიტეხოს თორემ რამდენსღა გაუძლებს ამ ზოგიერთების ცოდვილი სული მაგასაც დავინახავ.

მზარავს როცა ვფიქრობ რა სოციუმის ნაწილი ვარ!!!! ლამის მე მოვიკლა თავი ამ საცოდაობის შემყურემ და იმ გოგოს და მისი ოჯახისწევრების ადგილას ალბათ მე ვერ გავუძლებდი. მე ვიყავი პატიმრის შვილი მაგრამ ის მაინც ვიცოდი რომ ეს ოდესმე გაივლიდა.... ახლა დაფიქრებაც აღარ მინდა რა იქნება..........ზოგიერთი ოჯახისწევრიც კი არ მეთანხმება მაგრამ მე აზრს არ შევიცვლი მაგდასთან დაკავშირებით... რაც შეეხება მის დას, დისშვილს რომ მომიკლავენ სიძეს რომ დამიჩეხავენ და მერე დას რომ დამიმარხავენ ცოცხლად დავიწყევლები კი არა წარმოდგენაც არ გინდოდეთ რას ვიზამ..........!" - წერს პაპიძეების მეგობარი.