ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის საქმეზე: "არაა სამართლიანი სასჯელი... შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ"
18:05:42     06-07-2016
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენს ასე ეხმაურება:
'ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:
1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა.
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად.
("აბა, შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი', - აცხადებს ნიკა.