მოგებული პროცესი პატრულის წინააღმდეგ
15:08:46     06-07-2016
საზოგადოება ,,გორის დარბაზის“ დამფუძნებელმა თამაზ მაყაშვილმა პატრულის თანამშრომლებს სასამართლო პროცესი მოუგო.
თამაზ მაყაშვილი პატრულმა დარღვევის გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს, ჯარიმის გადახდა დაავიწყდა და ანგარიშები დაუყადაღდა. გარდა ანგარიშების დაყადაღებისა თამაზ მაყაშვილს პატრულმა შეუწყვიტა მართვის უფლება, თუმცა ეს თავად მაყაშვილისთვის არ უცნობებიათ:
"20 ლარიანი ჯარიმა ავიდა 60 ლარამდე, ეს გადავიხადე და მეგონა ამით დამთავრდა ყველაფერი. მონდევნო დღეებში მაჩერებს პატრული და მეუბნება, რომ მართვის უფლება არ მაქვს და მიწერს 500 ლარიან ჯარიმას, მე ეს ჯარიმის თანხა არ გადავიხადე და სარჩლით სასამართლოს მივმართე, რადგან მე არ ვიყავი ინფორმირებული, რომ მართვის უფლება მქონდა შეჩერებული“-ამბობს მაყაშვილი. გორის რაინულმა სასამართლომ თამაზ მაყაშვილს პატრულის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დაუკმაყოფილა.