„ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან“
12:17:21     06-07-2016
„ამ ადამიანმა საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, ამიტომ ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან“, - განაცხადა პროკურორმა მაგდა პაპიძის სასამართლოზე.
შუამდგომლობა დააყენა მაგდა პაპიძის ადვოკატმა. როგორც მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიდან გამომდინარე, მან ვერ დაიცვა მაგდა პაპიძის ინეტერესები, თუმცა ითხოვს, რომ ბრალდებულს სასჯელის მინიმალური ზომა განესაზღვროს.
„მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი. იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მეც დედა ვარ და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას, რომ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, რომ მას შვილი არ მოუკლავს. სასამართლოს ვთხოვ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახასიათებდნენ მას როგორც დედას, რომელიც საკუთარ შვილს თავზე ევლებოდა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა. ამიტომ ვთხოვ სასამართლოს, რომ შეუფარდოს სასჯელის მინიმალური ზომა“, - განაცხადა ადვოკატმა.