პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

  11:23:54     06-07-2016

ბრალდების მხარე შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ასეთ სასჯელს დანაშულის სიმძიმისა და ნაფიცი მსაჯულების ერთუსლოვანი ვერდიქტიდან გამომდინარე ითხოვს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.   

სასჯელის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრება.. 

მაგდა პაპიძისთვის წაყენებული ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს გამოიტანეს და მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

ამასთან, ბრალდებულის მოთხოვნის  შესაბამისად, მოსამართლემ სასჯელზე გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე მიიღო. 

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე  და დაცვის ორი მოწმე.