შესაძლო კომპრომატები ხიდაშელზე - დაიწყება თუ არა, გამოძიება?

  13:02:21     05-07-2016

ვრცელდება ინფორმაცია რომ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ სამართალდამცველები მასალებს აგროვებენ. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე კორუფციასა და უწყებაში არამიზნობრივად დახარჯულ საბიუჯეტო თანხებს ეხება.

თუმცა, ოფიციალურად, მინისტრისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიების შესაძლო დაწყება არ დასტურდება. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ პრესსამსახურებშიც.

სამაგიეროდ, ერთგვარი გადაჯგუფება და მცირეოდენი არეულობა შეინიშნება თავდაცვის სამინისტროში, რასაც თანამშრომელთა ნაწილი, ხიდაშელის მიერ გადადგომისათვის მზადებას მიაწერს, რადგან ის, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში ვიხილოთ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ხიდაშელს რეალური  პრობლემები აქვს უწყების შიგნით, რადგან მას თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი უპირისპირდება.  

შესაბამისად, თუ გავრცელებული ინფორმაცია, სამართალდამცველების მიერ ხიდაშელსა და მის გარემოცვაზე მასალების შეგროვების შესახებ ოფიციალურად დადასტურდა, სავარაუდოდ, გამოძიება, მინისტრთან დაპირისპირებულ მაღალჩინოსნებსაც დაუკავშირდება...