"ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის"
17:22:05     04-07-2016
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არის შესანიშნავი პლატფორმა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე ალიანსის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის ფარგლებშიც იმსჯელებენ.
„ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის. რამდენიმე თვის წინ ვესწრებოდი ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი პლატფორმაა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. ჩვენ გავმართავთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ახლო პარტნიორთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და განსაკუთრებით ავღანეთში და აღნიშნა, რომ ნატო აქტიურად იმონაწილევებს საქართველოს თავდაცვის გაძლუერებაში, რადგან საქართველოზე "სერიოზული ზეწოლა" ხორციელდება.