"ლანა პაპიძე მოწმეს შვილის მოკვლით დაემუქრა" - დააკავებენ თუ არა, ბრალდებულის დას?
23:27:45     29-06-2016
საქმე ეხება ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას, რის გამოც თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. იმ შემთხვევაში, თუ ლანა პაპიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შესაძლოა, მას იმავე ციხეში მოუწიოს ერთწლიანი პატიმრობის მოხდა, სადაც ამჟამად მაგდა პაპიძე იმყოფება.
მუქარის ფაქტზე საუბრობს გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის მეგობარი მარიამ მაზმიშვილი.
“თინათინ პეტრიაშვილი (ბრალდების მხარის მოწმე) გალანძღა ლანა პაპიძემ და შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თინათინმა ეს პოლიციაში განაცხადა… ლანა პაპიძეს ემოციურ ფონზეც და დალაგებულ ფონზეც შეუძლია ნებისმიერი რამის გაკეთება. ამას თამამად ვამბობ და იტყვის ნებისმიერი, ვინც მას იცნობს“, – ამბობს მარიამ მაზმიშვილი.
მაგდა პაპიძემ დღევანდელ პროცესზე ბოლო პერიოდში ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან
ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა
დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით
ბოლო თვეებში, სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.
მეუღლისა
და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დაკითხვას პროკურორები
ხვალ გააგრძელებენ. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.