ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა - მათ ბრალი ძარცვაში ედებათ

  11:27:43     29-06-2016

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 18 მოქალაქე დააკავა. მათ ათობით ბინის ძარცვაში ედებათ ბრალი.

ესპანელი სამართალდამცავების მტკიცებით, ბრალდებულები ბინებსა და სახლებს მადრიდში ძარცვავდნენ.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაკავებული "ქართული მაფიის" წარმომადგენელია. მათ შორის რამდენიმე "ექსპერტია",რომლებიც საკეტის გახსნაში არიან დახელოვნებული. მათ დამნაშავეთა სამყაროში "ოქროს ხელებს" უწოდებენ.

სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ ასევე დააკავა კიდევ 5 პირი, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ და მოპარულ ნივთებს ასაღებდნენ.

მადრიდის სპეცოპერაცია მხოლოდ ერთ-ერთია ევროპის სხვა ქალაქებში ჩატარებული მსგავსი ღონისძიებებიდან, სადაც ათობით წელი ქართული დაჯგუფებები ბინებს ძარცვავენ.