"სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაუქმებული არ არის"
08:06:33     28-06-2016
არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის, – ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მსგავსი საკითხები ფართო ფორმატში მსჯელობას საჭიროებს.
“პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ სამსახური გაუქმებული არ არის. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან – ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, ეს უნდა იქნას კოლეგიალურად განხილული როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებისთვის მზად არის. “მე არ ვაფასებ თვითონ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.