მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან ამატებს ახალ შემადგენლობას

  14:20:56     27-06-2016

მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან ამატებს ახალ  შემადგენლობას  (#854/853) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.  „საქართველოს რკინიგზა“  მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20,  ქ.ბათუმში ჩავა  12:50.  ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“  25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს. მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება 21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

 

საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!