პოლიცია სასულიერო პირს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა ლანჩხუთში?

  14:48:54     26-06-2016

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გაბრიელ კახელიშვილის განცხადებით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მღვდელი ირწმუნება, რომ მან სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა, თუმცა, პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილი ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, საიდანაც ის ხელწერილით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სასულიერო პირი ნასვამი იყო, რის გამოც მას პატრულმა სახლში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მღვდლის მხრიდან აგრესიული ქმედება მოჰყვადა მჯიიყენა თვითდაზიანებები. შსს განმარტავს, რომ მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვთ, რომლის გადაგზავნასაც უწყება საპატრიარქოსთვის გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო.