გიგა ოთხოზორიას მკვლელს სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

  15:46:08     23-06-2016

სააგენტო Abkhazinform-ის ინფორმაციიით, დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწორედ ე.წ მესაზღვრე, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს.

ცნობისთვის,კანჯი ოღლის განზრახი მკველობის მუხლით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი აფხაზ სამართალდამცავებს მისი დაკავებისკენ მოუწოდა, რადგან შესაძლოა მოხდეს კანჯი ოღლის ლიკვიდაცია და ეს ქართულ მხარეს დაბრალდეს, რაც კონფლიქტის ესკალაციისთვის საფრთხისშემცველია.