შსს: "დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს"

  14:30:32     22-06-2016

შს მინისტრის განცხადებით ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (დათო სვანი) საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს და მას 48 საათის განმავლობაში ბრალიც წარედგინება.

”საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ”კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.

ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას”, - განაცხადა  გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.