"მკვლელობიდან სამ დღეში ლანა პაპიძე დამიკავშირდა და ოქროულობა მოითხოვა"
13:05:23     22-06-2016
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
განსასჯელის დის პროტესტი გამომძიებლის ნუგზარ ნათელაშვილის ჩვენებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ლანა პაპიძე მკვლელობიდან სამ დღეში დაუკავშირდა მას ტელეფონით და მოიკითხა გამოძიების მიერ ოთარ ბერძენიშვილის სახლიდან ამოღებული ოქროულობის ბედი.
"ლანამ როგორც მითხრა, მისი ოქროს ნივთებიც იყო ამოღებულ სამკაულებს შორის. ჩვენ არც ვგეგმავდით ჯერ მის დაკითხვას, ჭირისუფლების დაკითხვას პირველ დღეებში ვერიდებით ხოლმე, თუმცა რადგან თვითონ დამიკავშირდა, დავიბარეთ და დავკითხეთ. მასაც ეჭვი მის დაზე ჰქონდა",-განაცხადა გამომძიებელმა.
ლანა პაპიძემ მოწმე სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გამომძიებელთან 22 დეკემბერს მას არ დაურეკავს და დაკითხვაზე თავად გამომძიებელმა დაიბარა.
"მე და დედაჩემი პანაშვიდებიდან წაგვიყვანა, თავად გამომძიებელმა დამირეკა. რა სისულელეა, რა ოქროულობა, მე არ მომითხოვია, რა დროს ოქროულობა იყო", -განაცხადა ლანა პაპიძემ.