მაგდა პაპიძე გამომძიებელს: "არ არის გამორიცხული, ფანჯრიდან ვინმე გადასულიყო"
08:21:43     22-06-2016
თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე წინასწარი გამოძიების გამომძიებელი პაატა ნოზაძე დაიკითხა, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. გამომძიებელს კითხვები ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა დაუსვეს.
მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ მათი ფანჯრის გისოსი დაზიანებული იყო და არ არის გამორიცხული, ფანჯრიდან ვინმე გადასულიყო.
ბრალდებულმა გამომძიებელს, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, კითხვა დაუსვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში რატომ არ დააფიქსირა დაზიანებული გისოსი.
“როდესაც თორნიკე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში, მეც და ჩემი მეუღლეც ფანჯრიდან არაერთხელ გადავსულვართ. გისოსი იწეოდა, დაზიანებული იყო წლებია და ახლაც იქნება დაზიანებული”, – განაცხადა პაპიძემ.