ომი ტაძრისთვის და დროებითი ზავი

  10:49:52     28-04-2011

ტაძარ პრეა-ვიჰეარისთვის დაწყებული საბრძოლო მოქმედებები კამბოჯასა და ტაილანდს შორის, დროებით შეჩერებულია. კამბოჯამ მეზობელს სასაზღვრო კონფლიქტის გადაწყვეტა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და ინდონეზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც 7-8 მაისს უნდა გაიმართოს.

კამბოჯის პრემიერის, ჰუნ სენის ინიციატივაზე ტაილანდის ხელისუფლებას ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია. ადგილობრივი თუ უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, წუხანდელმა ღამემ ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდად ჩაიარა.

 

როგორც ცნობილია, უკანასკნელ ექვს დღეში ტაილანდ-კამბოჯას შორის სასაზღვრო შეტაკებების შედეგად, 13 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 60 ადამიანი დაიჭრა. კონფლიქტის მიზეზი საზღვარზე მდებარე ძველი ინდუისტური სამონასტრო კომპლექსი გახდა.