ქრთამის აღების ბრალდებით დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
15:38:51     21-06-2016
სახელწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი გამოართვა.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.