ვარსკვლავების ცეკვებიდან ქსენოფობიამდე - რატომ არ სურს ქართულ ბომონდს პროექტში "არაქართველის" გამარჯვება?
14:51:56     21-06-2016
პოპულარული ტელეპროექტის "ცეკვავენ
ვარსკვლავების" განვითარება, საინტერესო არა მხოლოდ ცეკვის კუთხით
აღმოჩნდა. მსგავსი პროექტები სკანდალებით ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა,
ამჯერად, აქცენტებმა აშკარად არაჯანსაღი სახე მიიღო. ქართული ბომონდის
მხრიდან მკვეთრად გამოხატულმა ნაციონალისტურმა გამოსვლებმა და
ქსენოფობიურმა განცხადებებმა საქართველოშიც კი ბევრი გააოცა.
სკანდალის ეპიცენტრში უკრაინული წარმოშობის მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო აღმოჩნდა, რომელიც ქართველ ქალბატონებში არნახული პოპულარობით სარგებლობს. ლაღმა, შარმიანმა და ნიჭიერმა ბონდარენკომ საქართველოში უამრავი ფანატი შეიძინა, თუმცა, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგეებიც არ აკლია. ეს ჩვეულებრივი და ლოგიკური იქნებოდა ამ სფეროში, მსგავსი პროექტის პირობებში, მაგრამ "ქართველობა-არაქართველობაზე" გაკეთებულმა აქცენტებმა პოპულარული სახეების მხრიდან, ჩვენი საზოგადოების არც ისეთი მაღალგანვითარებულობა რომ გამოავლინა, ფაქტია.
პროექტის ნახევარფინალამდე და ნახევარფინალის შემდეგ სტანისლავ ბონდარენკოს მისამართით გაკეთებულმა კომენტარებმა საზოგადოების ნაწილი გააოცა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ბონდარენკოს არაქართველობას ბევრმა გაუსვა ხაზი. შეგახსენებთ, ნახევარფინალის წინა პერიოდში მსახიობის წინააღმდეგ განცხადებები გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიზა ყენიამ, კონკურსანტ ჯანოს იზორიას ძმამ და თავად ჯანო იზორიამ გააკეთეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ფინალში სასურველია ქართველებმა იცეკვოს და არა ბონდარენკომ, თბილისში ბინაც, შესაბამისად, ქართველმა, ჯანო იზორიამ უნდა მოიგოს. ნახევარფინალის შემდეგ აგრესიული განცხადებები გააკეთეს მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ (რომელმაც იზორიას კონკურსიდან გაშვება გააპროტესტა), ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა მარიამმა (რომელმაც განაცხადა, რომ ბონდარენკოზე გული ერევა), ხოლო ეკა ხოფერიამ ინიციატივა გამოთქვა, რომ "ჯანოს რამე მოუხერხონ". ტელეწამყვანმა სავარაუდოდ, თბილისში ბინა იგულისხმა, რომლის უქონლობასაც ჯანო იზორია ძალიან განიცდის.
ამ რეაქციებმა საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა:
"- თუ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაშინ რაღატომ ჩამოჰყავდათ უცხოელები? მხოლოდ დეკორაციისთვის უნდოდათ? შემდეგ მხოლოდ ქართველებს მიაღებინონ მონაწილეობა, თუ ეროვნების მიხედვით იქნება ფინალში გამარჯვება", - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
არსებობს ეჭვი, რომ თავის დროზე პოპულარულმა ინდოელმა მსახიობმა გორავ ჩოპრამ პროექტი იმ მიზეზით დატოვა, რომ მსგავს დამოკიდებულებაზე განაწყენდა. ჩოპრას წასვლის ოფიციალურ მიზეზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა მსახიობმა აზიური დიპლომატიურობით შეფერილი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველო ძალიან შეუყვარდა, სწორედ ამიტომაც ცეკვა აჭარულში მაქსიმალურად ცდილობდა ეს სიყვარული ყოველი მოძრაობით გადმოეცა.
აზიური დიპლომატია საყოველთად ცნობილია და არ არის გამორიცხული, მსგავსი ქარაგმით, მსახიობმა ის რეპლიკები და შეფასება გააპროტესტა, რომელიც მის მიმართ პროექტის ჟიურიმ გააკეთა. პროექტიდან გამოვარდნილი ჯანო იზორია კი ამჯერად "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთოს" მოსმენას დაგვპირდა...