ლანა პაპიძე: "მაგდა გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად, მშვიდად და დაუბრუნდება ოჯახს"
23:24:37     20-06-2016
მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძეს დამ, ლანა პაპიძემ, გამოძიებისთვის მიცემული საკუთარი ჩვენება უარყო.
სასამართლოზე დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ჩვენება არ წაუკითხავს და ხელი ისე მოაწერა.
მისი თქმით, ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები, თითქოს მაგდა პაპიძე ბავშვს ცუდად ექცეოდა, საყვარელი ჰყავდა და მეუღლე აღარ უყვარდა, ტყუილია.
"მე ვერ მოვისვენებდი პასუხები საჯაროდ რომ ვერ გამეცა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე. დანარჩენს უფალი მიხედავს. 6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი ის კიდევ იცოცხლებს. გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად, მშვიდად და დაუბრუნდება ოჯახს. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლანა პაპიძემ.
მისივე თქმით, პანაშვიდის დროს, პაპიძის და ქაფიაშვილის ოთახში, სისხლი არ შეუმჩნევია.
"ლურჯმა ნათებამ სისხლის ლაქები რომ გამოკვეთა, შესაძლოა ომარის სისხლი ყოფილიყო. ომარის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავარია მოუვიდა და ცხვირიდან სისხლი შადრევანივით მოსდიოდა", -განაცხადა ლანა პაპიძემ