ლანა პაპიძე: "იქ იყვნენ ხევსურები და ლაპარაკობდნენ სისხლის აღებაზე"
18:02:47     20-06-2016
სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
პროკურორმა მას სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებების შესახებ კითხვები დაუსვა და ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციები, რაც ლანა პაპიძემ ვერ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოჯახი ნებისმიერ ინფორმაციას ებღაუჭებოდა, რათა მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობა არ დაბრალებოდა.
ბრალდებულის დამ ასევე აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილი ხშირად სვამდა და იყო არაადეკვატური. ლანა პაპიძემ აღნიშნა, რომ სიმთვრალეში ომარ ქაფიაშვილმა, როდესაც ის და მაგდა პაპიძე ახალი დაქორწინებულები იყვნენ, ძაღლს ყელი გამოჭრა.
ლანა პაპიძემ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მან 20 დეკემბრის დილას შეიტყო და ომარ ქაფიაშვილის დედასთან პირველი შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
„ძალიან კარგად მახსოვს რას ვამბობდი მაშინ, პირველი ჩემი შეხვედრა იყო ლილისთან (დარეჯან მინდიკაური). მითხრა - ლანა, კიდევ კარგი მაგდაც არ მოგვიკვდა, გამომძიებლები მოვლენ და ინსულინი გაატანეო. მან ასევე მითხრა, რომ მაგდას ადებდნენ ხელს მკვლელობაში და შემთხვევა, სავარუდოდ, ოთახში იყო მომხდარი“, - განაცხადა პაპიძემ.
მისივე თქმით, როდესაც გარდაცვლილების ცხედრები სახლში მოასვენეს, თავდაპირველად ოთახიდან ლოგინის გატანა დაიწყეს და შემდეგ დააპირეს დივნის გატანა, სადაც მოგვიანებით სისხლის კვალი აღმოაჩინა გამოძიებამ. როგორც ბრალდებულის დამ აღნიშნა, დივანი მძიმე იყო და საჭირო იყო მასში ჩალაგებული ნივთების ამოღება, ამიტომ მოუწიათ მათ დივნისთვის თავის ახდა. როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, დივნის თავის აწევის შემდეგ სისხლის კვალი არსად არ იყო აღმოჩენილი.
„იქ იყვნენ ხევსურები და ლაპარაკობდნენ სისხლის აღებაზე. დივანზე სისხლი რომ ყოფილიყო, ვინ მაცოცხლებდა, ვინ მატირებდა ამ ადამიანებს“, - განაცხადა ლანა პაპიძემ დაკითხვისას.
პროკურორებმა ბრალდებულის დას წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების შესახებ დაუსვეს კითხვები, რომლებიც მან 22 და 25 დეკემბერს მისცა. ლანა პაპიძე მიცემული ჩვენებების შინაარსის დიდი ნაწილი უარყო.