"მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი რომ მყავდეს, მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო"
08:44:31     20-06-2016
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დაიკითხა ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბავშვობის მეგობარი, მარიამ მაზმიშვილი, რომლის მტკიცებითაც, ომარის ძალიან უყვარდა ცოლი.
"მისგან ხშირად გამიგია, სახლიდან ჩემი გასვლა და მეგობრებთან ყოფნა, მაგდას არ მოსწონს და ვცდილობ, არ ვაწყენინო და ხშირად არ გავიდეო", - განაცხადა მოწმე მაზმიშვილმა. მანაც დაადასტურა, რომ გაიგო თუ არა მომხდარი, მაშინვე წავიდა ომართან სახლში და სახლსა და დერეფანში სისხლის კვალი ნახა.
მარიამ მაზმიშვილმა სასამართლოზე ეს ისტორია მოყვა:
"იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი და ომარის საერთო მეგობარ გოგოს, ჰქონდა პრობლემა ქმართან დაკავშირებით და ყვებოდა ამ დაძაბულ ურთიერთობაზე, რა დროსაც მაგდამ უთხრა ამ გოგოს, ასეთი ქმარი, რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო, ბუნებრივია ამ სიტყვებისთვის მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ვხედავთ, რომ მან მართლა მძინარე მოკლა ომარი", - განაცხადა მოწმემ.