დაპირისპირება ოპერისა და ბალეტის თეატრში - "მაინცდამაინც პატრიარქმა უნდა ამოიღოს ხმა?"

  01:06:05     20-06-2016

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს საოპერო მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი და თამარ ივერი საჯაროდ უპირისპირდებიან.

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს დირიჟორობისთვის საჭირო გამოცდილება და კომპეტენცია არ გააჩნია, რის გამოც თეატრთან თანამშომლობაზე უარს აცხადებს. 

"დავით კინწურაშვილს ვთხოვ თავისი კეთილი ნებით დატოვოს ჩვენი საყვარელი ოპერის თეატრი! ამ ადამიანს არ გააჩნია დირიჟორობისთვის საჭირო არც გამოცდილება და არც კომპეტენცია! მით უმეტეს თეატრის ხელძღვანელობისთვის! მე პირობას ვდებ, რომ როგორც აქამდე ვამბობდი თეატრთთან თანამშრომლობაზე უარს ხელმძღვანელობის არაპროფესიონალური და სამარცხვინო დონის გამო,გავაგრძელებ უარის თქმას სანამ თეატრის ხელძღვანელობა არ შეიცვლება პროფესიონალების გუნდით! დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!" - დაწერა ანიტამ.

რაჭველიშვილის ამ შეფასებას გამოეხმაურა თამარ ივერიც:

"10000000000%!! Brava ანიტა რომ შენც იგივე აზრზე ხარ!!! სამწუხაროდ,ზემდგომი ორგანოები და სამინისტროები ხედავენ,ისმენენ ამ ერთი ერთმანეთზე შემზარავ ორიგინალ ისტორიებს "ხუთოსანი ბიჭის" შესახებ მაგრამ კვლავაც სირაქლემას პოზაში ამჯობინებენ ყოფნას მთელი მუსიკალური სამყაროს ამბოხზე !! ვინღა დარჩა?მაინცდამაინც პატრიარქმა უნდა ამოიღოს ხმა რომ რეაგირება იკადრონ?? კი ბატონო,მაშინ ეს ჯერ "ჟურნალია"...Фильм будет попозже!" - აღნიშნა ივერმა.

ანიტა რაჭველიშვილს ასევე დაეთანხმნენ სტეფანე და საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი.

"ამათ ბანტი აქვთ ერთ ადგილას. რასაც უნდათ, იმას შვრებიან", - დაწერა სტეფანემ. 

როგორც ჩანს, კოლეგებს შორის საჯარო დაპირისპირება 1 კვირის წინ დაიწყო, რადგან დავით კინწურაშვილი წერდა, რომ ერთ-ერთი შემთხვევის გამო მისმა "რამდენიმე სახელოვანმა კოლეგამ საკითხი პიროვნული ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა".